სილვია ნავარომ ტელევისა დატოვა

14.02.2013 18:50

 

 

მსახიობმა სილვია ნავარომ მექსიკა დატოვა და შეერთებულ შტატებში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მან კონტრაქტი გააფორმა კომპანია "ტელემუნდოსთან" და მის ექსკლუზიურ მსახიობების სიას შეემატა. სილვია ტელენოველების სამყაროს ერთ-ერთი კაშკაშა სახეა. კარიერის დასაწყისშივე, მან კომპანია აცტეკას დედოფლის წოდება მიიღო, რადგან მისი მონაწილეობით ყველა სერიალი დიდ წარმატებას აღწევდა. ასევე მოხდა ტელევისაშიც და მისი მონაწილეობით სამმა სერიალმა "მარადიულმა გრძნობამ", "სახიფათო ვნებამ" და როცა სიყვარული მოდის" დიდი წარმატება მოიპოვა არაერთ ქვეყანაში თუმცა არა სან ანხელში. ამას იმიტომ აბრალებდნენ, რომ ამ სამივე სერიალში პროტაგონისტის ნაცვლად (ანუ სილვიას) ანტაგონისტები უფრო ბრწყინაავდნენ. 
წელს სილვია ნავაროს დაუმთავრდა კონტრაქტი ტელევისასთან და მსახიობმა გადაწყვიტა აღარ გაეგრძელებინა ის, რადგან ამ კომპანიაში მის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდნენ (როგორც ვიცი ანტაგონისტობა უნდოდა, თუმცა უარს ეუბნებოდნენ). ამიტომ გადავიდა ის ახალ კომპანიაში