დახვეწილი გრავიურა (ღირსება და ამბიცია) ტელემუნდო რიმეიქს იღებს

14.02.2013 19:15

სარეკორდოდ რეიტინგული ბრაზილიური ტელენოველა "დახვეწილი გრავიურა" (საქართველოში "ღირსება და ამბიცია") უკვე მსოფლიოს 60ზე მეტ ქვეყანაში გაიყიდა. აგინალდო სილვას ამ სერიალმა კომპანია "გლობოს" უდიდესი წარმატება მოუტანა. ცოტა ხნის წინ კი კომპანია "ტელემუნდომ" რომელმაც გლობოსთან კონტრაქტით უკვე გადაიღო ორი ბრაზილიური სერიალის - "ყველაფერი ნებადართულია" და "კლონის" რიმეიქები, ამჟამად გადაწყვიტა ეთერში ჩაუშვას "დახვეწილი გრავიურას" ახალი ვერსია, სახელწოდებით "ქმარი გამოძახებით" (ეს სახელი ბრაზილიური ნოველის სამუშაო სახელწოდებაც იყო). სერიალზე უკვე დამტკიცებულები არიან მსახიობები - სონია სმიტი, რომელიც სერიალში გრისელდას როლს შეასრულებს (ბრაზილიურ ვერსიაში როლს ემის სამგზის ნომინანდი ლილია კაბრალი ასრულებს), ხუან სოლერი - რენეს როლში (ბრაზილიურ ვერსიაში დალტონ ვიგი) და მარიცა როდრიგესი - ტერეზა კრისტინას როლზე (ბრაზილიურ ვერსიაში როლს ლეგენდარული კრისტიანე ტორლონი), ამ უკანასკნელი მსახიობის (მარიცა როდრიგესის) როლზე დამკიცებამ არა ერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, რადგან ყველას ეგონა ტერეზა კრისტინას როლს, ტელემუნდოს ყველაზე დიდი ვარსკვლავი კატერინ სიაჩოკე შეასრულებდა (ასე მოველოდი მეც) თუმცა მოლოდინი სამწუხაროდ არ გამართლდა. საინტერესოა როგორ შეასრულებს მარიცა როდრიგესი მისი კარიერის ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვან როლს. საინტერესოა ისიც, ვინ შეცვლის ტელემუნდოს ვერსიაში ისეთ მსახიობებს, როგორებიც არიან - რენატა სორა, არლეტ სალესი, კაროლინა დიკმანი, ჟოზე მაიერი, ევა ვილმა, მარსელო სერადო, დირა პაესი, ჟულია ლემარცი და სხვები.